სუსის თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა – 38 თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს

სუსის თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა - 38 თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამ პირთან დაკავშირებული უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. მათ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებათ.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ამასთან, უცნობია, თავად უწყების თანამშრომლის დაინფიცირების წყარო.