“თამუნასთან ინტიმური ურთიერთობა არ მქონია… პარიზში 4 დღე ერთად ვიყავით… ისე დამშორდა, მიზეზი არ უთქვამს” – რა წერია შოთა ჭანუყვაძის ჩვენებაში

"თამუნასთან ინტიმური ურთიერთობა არ მქონია... პარიზში 4 დღე ერთად ვიყავით... ისე დამშორდა, მიზეზი არ უთქვამს" - რა წერია შოთა ჭანუყვაძის ჩვენებაშიმი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის მა­სა­ლებს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად აქ­ვეყ­ნებს, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი ისევ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. ambebi.ge-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა 23 წლის თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე ჩვე­ნე­ბა­შიც ადას­ტუ­რებს, რომ ის ნამ­დვი­ლად იყო თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნეთს ერთი წლის წინ და­შორ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მაც:

“თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე იყო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. ის უაღ­რე­სად კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ თა­მუ­ნა და თე­მუ­რი ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ თა­მუ­ნამ კა­რი­ე­რა აირ­ჩია. არ­სე­ბობს ალ­ბო­მი, სა­დაც მათი ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც არის, ბა­ჩა­ნა­სა და სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვი­საც ტყუ­ი­ლად აბ­რა­ლე­ბენ, რომ თა­მუ­ნას მოს­წონ­და. წა­ვი­კი­თხე ბა­ტო­ნი თე­მუ­რის ჩვე­ნე­ბა და ის ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს თა­მუ­ნას თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში”.

თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის. გთა­ვა­ზობთ მისი ჩვე­ნე­ბის ფრაგ­მენ­ტებს:

“ვცხოვ­რობ ზემო აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ქი­რით, მარ­ტო. ვსწავ­ლობ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი), მე-3 კურ­სზე. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია ვმუ­შა­ობ შპს “ალფა სოფთ ვე­არ­ში”, ვარ პროგ­რა­მის­ტი.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ანა­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე თა­მარ­ზე ერთი კურ­სით დაბ­ლა ვსწავ­ლობ­დი და ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით. რო­გორც მახ­სოვს, 2016 წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში ვნა­ხეთ პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნე­თი და მალე დავ­მე­გობ­რდით. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო სა­გა­ნი გვქონ­და და სპე­ცი­ა­ლუ­რად ვირ­ჩევ­დით ერ­თნა­ირ საგ­ნებს, რომ ერ­თად მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით ლექ­ცი­ებ­ზე. გაც­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. 2017 წლის მარ­ტი­დან და­ვი­წყეთ უფრო ხში­რი კონ­ტაქ­ტი. მახ­სოვს, 2017 წლის მარ­ტის თვე­ში თა­მუ­ნას გავ­ყე­ვი დი­დუ­ბე­ში ექიმ­თან, სა­ი­და­ნაც გა­მო­სუ­ლებ­მა ვი­სე­ირ­ნეთ.

თა­მუ­ნა მუ­შა­ობ­და შპს “ზეგ­ში” პროგ­რა­მის­ტად, წერ­და პროგ­რა­მებს, ახ­დენ­და ძვე­ლი პროგ­რა­მე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას და ა.შ. თა­მა­რი ხში­რად მომ­მარ­თავ­და ხოლ­მე პროგ­რა­მი­რე­ბი­სას პა­ტარ-პა­ტა­რა შე­კი­თხვე­ბით, რა­შიც რაც შე­მეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დი, თუმ­ცა რაც ეხე­ბა მთლი­ა­ნად სუ­რათს, რას აკე­თებ­და, არ ვი­ცო­დი, რად­გან აღ­ნიშ­ნულ­ზე არ სა­უბ­რობ­და, არ მე­უბ­ნე­ბო­და. მის­გან ვი­ცო­დი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო მის­თვის პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან უჭირ­და მუ­შა­ო­ბა. იმა­საც ამ­ბობ­და, – სამ­სა­ხურ­ში ცუდი გა­რე­მო­აო, თუმ­ცა რა­საც მიღ­წერ­და, ცუდ გა­რე­მო­ე­ბა­ზე არ მი­უ­თი­თებ­და.

ვფიქ­რობ­დი, რომ ეს უფრო პირ­ველ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნერ­ვი­უ­ლო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნა სამ­სა­ხურს შე­ეჩ­ვია, უფრო გა­აქ­ტი­ურ­და. მას სამ­სა­ხურ­მა ლეპ­ტო­პი “მაკპ­რო”, ანუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შე­უ­ძი­ნა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გა­დას­ცა, თუმ­ცა თა­მუ­ნას მისი ტა­რე­ბა ყველ­გან შე­ეძ­ლო, ანუ სამ­სა­ხუ­რის გა­რე­თაც. აქვე და­ვა­კონ­კრე­ტებ, რომ სამ­სა­ხურ­ზე ბევ­რს არ სა­უბ­რობ­და. მისი სამ­სა­ხუ­რი მდე­ბა­რე­ობ­და თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე #15-ში. მის­თვის ხში­რად მი­მი­კი­თხავს სამ­სა­ხურ­თან, თუმ­ცა სამ­სა­ხურ­ში არას­დროს შევ­სულ­ვარ, გა­რეთ ვე­ლო­დე­ბო­დი და ტრან­სპორ­ტამ­დე ვა­ცი­ლებ­დი. და­ვა­კონ­კრე­ტებ, რომ სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლა­ზე თა­ვა­დაც არა­სო­დეს უთ­ქვამს რა­ი­მე, პი­რი­ქით, სულ იმას ამ­ბობ­და, რომ აქამ­დე ნუ მა­ცი­ლებ, უხერ­ხუ­ლი­აო.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე მე და თა­მუ­ნა სამ­სა­ხუ­რის მიმ­დე­ბა­რედ გავ­დი­ო­დით ხოლ­მე სა­სე­ირ­ნოდ და ვსა­უბ­რობ­დით სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე, თუმ­ცა სამ­სა­ხურ­ზე – არას­დროს. სა­უბ­რი­სას მას არას­დროს უთ­ქვამს, რომ სახ­ლში, ან სამ­სა­ხურ­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ზო­გა­დად ამ­ბობ­და ხოლ­მე, მაგ. როცა გა­მოც­და ჰქონ­და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი, ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და, ან სამ­სა­ხურ­ში თუ რამე საქ­მე ჰქონ­და და­სამ­თავ­რე­ბე­ლი – იმა­ზე. თუმ­ცა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობ­და.

სულ ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, რამე პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა, რათა დავ­ხმა­რე­ბო­დი, თუმ­ცა არას­დროს სა­უბ­რობ­და სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მიქ­მნი­და, რომ იყო უპ­რობ­ლე­მო და ცოტა ჩა­კე­ტი­ლი.

2018 წლის იან­ვრის თვე­ში თა­მუ­ნამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ი­გო კონ­კურ­სი და საფ­რან­გეთ­ში 6 თვით გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად. რო­გორც მახ­სოვს, ის 2018 წლის 11 იან­ვარს გაფ­რინ­და. საფ­რან­გეთ­ში მისი ყოფ­ნის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში, თა­ვი­დან უფრო ხში­რად ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს “ფე­ის­ბუკ­ზე” და “ვოთ­საფ­ზე”, თუმ­ცა შემ­დეგ შე­ვამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტი, რად­გან მან­ძილ­მა მა­ინც იმოქ­მე­და. რო­დე­საც თა­მუ­ნა საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, მის და­ბა­დე­ბის დღეს, 19 ივ­ნისს სამ­სა­ხურ­თან მი­ვა­კი­თხე, მი­ვუ­ლო­ცე და რო­გორც მახ­სოვს, ვა­ჩუ­ქე “სამ­სუნ­გის” ფირ­მის მო­ბი­ლუ­რი. იმ დღეს თა­მუ­ნა და­ბა­დე­ბის დღეს სახ­ლში აღ­ნიშ­ნავ­და, ამი­ტომ მო­ბი­ლუ­რი ვა­ჩუ­ქე და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი.

ჩემ­მა ოჯახ­მა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ იცო­და და ამის თა­ო­ბა­ზე თა­მუ­ნა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო, რად­გან ხში­რად მით­ქვამს მის­თვის – დე­და­ჩემ­მა და ჩემ­მა დამ მო­გი­კი­თხა-თქო. უფრო ჩემი და კი­თხუ­ლობ­და ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რებს, ძი­რი­თა­დად, ჩვენს სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებს ვიც­ნობ­დით. თა­მუ­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­შე მე­გობ­რე­ბი­დან მხო­ლოდ დეა კა­პა­ნა­ძეს ვიც­ნობ­დი, რო­მელ­თა­ნაც მას ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. 2019 წლის იან­ვრის თვე­ში, თა­მუ­ნა მე­ო­რედ წა­ვი­და საფ­რან­გეთ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­დან უფრო ხში­რი მი­მო­წე­რა გვქონ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ისევ გა­ცივ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მის სა­ნა­ხა­ვად საფ­რან­გეთ­ში გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა. თა­ვი­დან სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც ვუ­თხა­რი და ისე ჩა­ვა­კი­თხე ოთხი დღით. ეს ოთხი დღე თით­ქმის სულ ფე­ხით დავ­დი­ო­დით, ლა­მის მთე­ლი პა­რი­ზი შე­მო­მა­ტა­რა და და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. თა­მუ­ნა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ჩემი ჩას­ვლით, მხი­ა­რულ ხა­სი­ათ­ზე იყო. ბოლო დღეს მახ­სოვს, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ტრან­სპორ­ტში ავე­დით. არ ვი­ცო­დით, რომ ბი­ლე­თე­ბი თურ­მე ას­ვლამ­დე უნდა გვე­ყი­და, ტრან­სპორ­ტში პო­ლი­ცი­ამ შეგ­ვა­მოწ­მა და ორი­ვე ერ­თად ჯამ­ში 70 ევ­რო­თი დაგ­ვა­ჯა­რი­მა. ვცდი­ლობ­დით პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის აგ­ვეხ­სნა, რომ გვე­გო­ნა ბი­ლეთს ტრან­სპორ­ტში შე­ვი­ძენ­დით, თუმ­ცა ამ და­ჯა­რი­მე­ბის გამო თა­მუ­ნა ისე გა­ნერ­ვი­ულ­და, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა შევ­წყვი­ტე და თა­ვად გა­და­ვი­ხა­დე ჯა­რი­მა, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, არ მინ­დო­და ენერ­ვი­უ­ლა.

თა­მუ­ნა მის და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გე­თი­დან, თუმ­ცა ჩემ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თავს არი­დებ­და, ჩემს მი­წე­რილ­საც ცი­ვად პა­სუ­ხობ­და და ჩავ­თვა­ლე, რომ პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მო­ე­წო­ნა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა უნ­დო­და. რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გავ­წყვი­ტე კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ ივ­ლი­სის თვე­ში მა­ინც მივ­წე­რე – თუ ვშორ­დე­ბით, ნორ­მა­ლუ­რად მა­ინც დავ­შორ­დეთ, მოდი, შევ­ხვდეთ და ვი­ლა­პა­რა­კოთ-თქო. რო­გორც მახ­სოვს, იმ პე­რი­ოდ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ხდე­ბო­და და იქ დავ­გეგ­მეთ შევ­ხვედ­რო­დით და გვე­ლა­პა­რა­კა.

მე პირ­ვე­ლი მი­ვე­დი და რო­დე­საც თა­მუ­ნა მო­ვი­და, ვი­ლა­პა­რა­კეთ. ვე­კი­თხე­ბო­დი, მი­თხა­რი, რა ხდე­ბა, იქ­ნებ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვას­წო­როთ-მეთ­ქი. ის პირ­და­პირ პა­სუ­ხებს არ მე­უბ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ აღარ სურ­და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მინ­დო­და გა­მერ­კვია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან არ მინ­დო­და, დავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. პირ­და­პირ არ მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­უბ­რით მი­მახ­ვედ­რა, რომ და­შო­რე­ბა უნ­დო­და, ვამ­ჯო­ბი­ნე და პირ­და­პირ ვუ­თხა­რი – დავ­შორ­დეთ-თქო. ისიც დამ­თან­ხმდა, თუმ­ცა ისე დამ­თან­ხმდა და დამ­შორ­და, მი­ზე­ზი არა­ფე­რი უთ­ქვამს.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ მან მა­ი­სუ­რი მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, ეს პა­რიზ­ში შენ­თვის ვი­ყი­დე და შენ გქონ­დე­სო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, 2019 წლის ივ­ლი­სის თვი­დან მე მას­თან კონ­ტაქ­ტი აღარ მქო­ნია და აღარც თა­ვად შემ­ხმი­ა­ნე­ბია. მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­მო­წე­რა წაშ­ლი­ლი მაქვს რო­გორც კომ­პი­უ­ტერ­ში, ისე – მო­ბი­ლურ­ში”…

“კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი იყო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. ის იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფერს თა­ვად უმკლავ­დე­ბო­და და არ უყ­ვარ­და, სხვე­ბი რომ ერე­ოდ­ნენ მის საქ­მე­ში. ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ის იყო გახ­სნი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა დე­ტალს არ ყვე­ბო­და, არ წვრილ­მან­დე­ბო­და, ზო­გა­დად სა­უბ­რობ­და თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნე”.

“გი­პა­სუ­ხებთ, რომ თა­მუ­ნა ოჯახ­ზე ძი­რი­თა­დად არ სა­უბ­რობ­და, ზო­გა­დად ამ­ბობ­და ხოლ­მე, რომ მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბა ოჯახ­ში არ მოს­წონ­დათ, რის გა­მოც ხში­რად მოს­დი­ო­და უსი­ა­მოვ­ნე­ბა, თუმ­ცა რამე სე­რი­ო­ზუ­ლი არას­დროს უხ­სე­ნე­ბია”.

“კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე და თა­მუ­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. აღიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში ერთი წე­ლი­წა­დი თა­მუ­ნა საფ­რან­გეთ­ში იყო, და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და ვსე­ირ­ნობ­დით. ჩვენ­მა სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებ­მა იცოდ­ნენ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის გარ­და, მის სხვა მე­გობ­რებს არ ვიც­ნობ­დი დეას გარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია”.

“კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ ამა წლის 18 ივ­ლისს, მე დე­ას­გან გა­ვი­გე, რომ თა­მუ­ნა და­კარ­გუ­ლი იყო და ეძებ­დნენ – დეა შე­მეხ­მი­ა­ნა და მკი­თხა, რამე ხომ არ იცი მის შე­სა­ხე­ბო. ამის შემ­დეგ მეც ვცდი­ლობ­დი ჩვენს სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებ­ში გა­მერ­კვია თა­მუ­ნას ად­გილ-სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და.”

“კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე თა­მუ­ნას ამა წლის 19 ივ­ნისს მივ­წე­რე “ფე­ის­ბუქ­ზე” და და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე, მან მად­ლო­ბაო, მომ­წე­რა და ამის მეტი ერ­თმა­ნე­თის­თვის არა­ფე­რი მიგ­ვი­წე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ნახ­ვას, ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ, პან­დე­მი­ამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერთ ივენთზე ვნა­ხე, ისიც შო­რი­დან და­ვი­ნა­ხე და მას­თან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია”.

“კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე და თა­მუ­ნას ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად გვი­სა­უბ­რია, რომ გვინ­დო­და ჯერ მყა­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვით ფეხ­ზე კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და მერე გვე­ფიქ­რა ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა იქამ­დე არ მი­ვი­და. თა­მუ­ნა არ ცდი­ლობ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბას, არ ვიც­ნობ­დი მის სა­მე­გობ­როს, სა­ბო­ლო­ოდ თა­ვად უფრო და უფრო ცივ­დე­ბო­და და დავ­შორ­დით. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ვი­ფიქ­რე იმა­ზე, რამ გა­მო­იწ­ვია მისი გა­ცი­ე­ბა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა და­შო­რე­ბა და მი­ვე­დი იმ დას­კვნამ­დე, რომ სხვა მა­მა­კა­ცი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, მან კა­რი­ე­რა ამ­ჯო­ბი­ნა პი­რად ცხოვ­რე­ბას”.

“შე­კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, მე არ ვიცი, თა­მუ­ნას ჰქონ­და თუ არა სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გვქონ­და ასეთ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, სხვა მის­გან და მას­ზე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მი­გია”.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დეა კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ჩა­წე­რი­ლი ერთ-ერთი ვი­დეო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, მისი მტკი­ცე­ბით, 2018 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Youtube-ის გვერ­დზე თა­მარ­მა ატ­ვირ­თა ვი­დეო, რო­მელ­შიც სა­უბ­რობ­და ნიკა გე­ჯა­ძე­ზე (ავტ. – კომ­პა­ნია “ზეგ­ში” თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი), რო­გორც მის ახალ სიყ­ვა­რულ­ზე, ეს ვი­დეო ნახა იმ დროს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­მა და ამით ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და.

თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბა ამ ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს.

ამბები