თელავში, დღეს დილით გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
13 და 14 წლის გოგონები სოფელ შაქრიანიდან თელავში წავიდნენ, რის შემდეგაც მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
უწყების ცნობით, ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება გამოძიება.

