თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოკლული მამაკაცი 47 წლის ვანო ხანჯალიაშვილია.
გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხსასროლი იარაღით თავის არეში სოფელ იყალთოში მცხოვრებმა პირმა მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ავტომანქანის შესყიდვაზე მოლაპარაკების დროს დაიწყო.
მოკლული მამაკაცი ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით იყო დაკავებული, ის ძმასთან ერთად, მოძველებულ მანქანებს ყიდულობდა და შეკეთების შემდეგ ყიდდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ხანჯალიაშვილსა და მეორე პირს შორის, მანქანის გასაყიდ თანხაზე შეუთანხმებლობას მოჰყვა.
მკვლელობა ტაქსში მოხდა, რომლითაც კონფლიტის მონაწილე ორივე პირი გადაადგილდებოდა.
პრაიმ ტაიმი