ვინ მოხვდება “ძალა ერთობაშიას” სიის გამსვლელ ადგილებზე?

ვინ მოხვდება "ძალა ერთობაშიას" სიის გამსვლელ ადგილებზე?ნაციონალური მორაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბლოკ “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო სიაზე საუბრობს.

– ბატონო რომან, ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ სია მალე მზად უნდა იყოს. შიგნით ამის გამო სერიოზული დაძაბულობა და დაპირისპირებაა. ყველა ვერ მოხვდება გამსვლელ ადგილებზე და ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს. 

–  „ძალა ერთობაშიას“ ბლოკში ათამდე პარტიაა და კიდევ დაგვემატა სხვა პარტიები და, ბუნებრივია, იქნება უკმაყოფილება. სია არ არის შაგრენის ტყავი, რომ გაიწელოს. ყველა გამსვლელ პოზიციაზე ვერ იქნება. ბუნებრივია, ყოველთვის იქნება რაღაცა ფორმით უკმაყოფილება ადამიანებში. საბოლოო ჯამში, სია ჩამოყალიბდება კონსენსუსის საფუძველზე.

– როდის იწურება სიის წარდგენის ბოლო ვადა?

– ბოლო ვადაა პირველ ოქტომბერს, საღამოს 6 საათამდე. ამჟამად კვლავ მუშაობა მიდის სიაზე.

– ბევრს დატოვებთ განაწყენებულს?

– ამაზე ახლა საუბარი არასერიოზული იქნება.

– გექნებათ სიის პრეზენტაცია თუ პირდაპირ ცესკოში წარადგენთ?

– ამას ვნახავთ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ეს ყველაფერი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა