7,5 ბალიანმა მიწისძვრამ ალიასკაზე ცუნამი წარმოშვა

7,5 ბალიანმა მიწისძვრამ ალიასკაზე ცუნამი წარმოშვაალასკის ნახევარკუნძულზე, სენდ პოინტთან ახლოს, მომხდარმა 7.5 ბალიანმა მიწისძვრამ მცირე ზომის ცუნამი წარმოშვა, – ამის შესახებ ცუნამის შესახებ გაფრთხილების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.

ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ცუნამმა ორი ტალღა წარმოქმნა, თითოეული მათგანი 130 სანტიმეტრის სიმაღლის იყო. სანაპიროს დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ ტალღების სიმაღლე 45 – 61 სანტიმეტრს არ აღემატებოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ალეუტის ნახევარკუნძულთან ახლოს, სენდ პოინტიდან 60 მილის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილების ეროვნულმა ცენტრმა რეგიონისთვის გაფრთხილება გამოსცა. სამართალდამცავებმა კი ქალაქ ჰომერის დაბლობ ადგილებში მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იპნ