ავარია ხრესილთან – 22 წლის მამაკაცი დაიღუპა

ავარია ხრესილთან - 22 წლის მამაკაცი დაიღუპატყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის ერთი მგზავრი – 22 წლის მამაკაცი, მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით ტყიბულის და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს.

დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

იპნ