ავარია ქუთაისში – 2 ადამიანი დაიღუპა

ავარია ქუთაისში - 2 ადამიანი დაიღუპაქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.