ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია – “უნდა მოვიგოთ”

ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია - "უნდა მოვიგოთ"ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბუბა კიკაბიძე თავდაპირველად შეცდომით სხვა საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ აღნიშნულ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. საბოლოოდ კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.