იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს კენზოს პრესმდივანზე დაყრდნობით.
“კენზო ტაკადა 2020 წლის 4 ოქტომბერს, პარიზში, ამერიკულ საავადმყოფოში კოვიდ -19-ით გარდაიცვალა ”, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
კენზო ტაკადა მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ბრენდის, „კენზოს“ დამფუძნებელია. ის 19 წლის ასაკში პირველი მამაკაცი მოდელიორი გახდა, ამავე პროფილის უძველეს იაპონურ სკოლაში – Bunka Gakuen.
იპნ