გახარია – “სოსო გოგაშვილმა რა დატოვა ან სად წავიდა, საერთოდ არ მაინტერესებს!”

გახარია - "სოსო გოგაშვილმა რა დატოვა ან სად წავიდა, საერთოდ არ მაინტერესებს!"„საერთოდ არ მაინტერესებს რა დატოვა ან სად წავიდა“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ დატოვა სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება“

„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი და მიზეზი საერთოდ არ მაინტერესებს, საიდან უნდა ვიცოდე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციისთვის, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“  მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

პრაიმტაიმი