კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიასა და საფრანგეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება.
გერმანიაში 2 ნოემბრიდან კარანტინს შემოიღებენ, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ონლაინ-შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება, რომ 2 ნოემბრიდან მოვიკრიბოთ საერთონაციონალური ძალები. ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე“ – განაცხადა მერკელმა და განმარტა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა დეკემბერში ისევ გახდეს შესაძლებელი სოციალური ცხოვრების დაბრუნება.
ხოლო საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან გამოცხადდება კარანტინი.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარასკევიდან ამოქმედდეს თვითიზოლაციის რეჟიმი, რომელმაც ვირუსი შეაჩერა“ – თქვა მაკრონმა და განმარტა, რომ კარანტინი იმოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პრაიმ ტაიმი

