ირაკლი კობახიძე – “მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში”

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ ჩვენ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდაჭერის თაობაზე და ეს მონაცემები, რაც გვაქვს ამ ეტაპზე ადასტურებს იმას, რა სურათიც არის ზოგადად. რეიტინგები იცით, 55 პროცენტის ზევით არის ჩვენი რეიტინგი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, 350 000 აქვს მაქსიმუმ „ნაცმოძრაობას” და დაახლოებით 70-80 000 იქნება ალბათ „ევროპული საქართველოს” მაჩვენებელი, ეს არის მათივე კარდაკარის მონაცემები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას”, ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

იმედინიუსი