ირაკლი ოქრუაშვილი – „1 ნოემბერს გვიანი რომ არ იყოს…“

ირაკლი ოქრუაშვილი - „1 ნოემბერს გვიანი რომ არ იყოს...“„მოდით დღესვე ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გავაკეთეთ ან საკმარისად ვიბრძოლეთ თუ არა იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა?“ – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი და მოახლოებულ არჩევნებზე წერს:

„1 ნოემბერს ამ კითხვის დასმა გვიანი რომ არ იყოს, მოდით დღესვე ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გავაკეთეთ ან საკმარისად ვიბრძოლეთ თუ არა იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა?
მე ნამდვილად საკმარისი გავაკეთე და საკმარისად ვიბრძოლე.
ცოტა სარკაზმითაც ვიტყვი. ამასწინათ ერთმა ადამიანმა ყველაზე აქტუალური კითხვა დამისვა – გვეშველება რამეო?
დაღლილი და გაბრაზებული ვიყავი, შესაბამისად, ცოტა მკვახედ მომივიდა – არაფერი არ გვეშველება-მეთქი. რატომო? უკან დამიბრუნა კითხვა.
იმიტომ, რომ ხალხს ცვლილების ეშინია და ესე ცხოვრებას არჩევს-მეთქი, ისევ მკვახედ ვუპასუხე.
ცოტა თქვენც მოინდომეთ პოლიტიკოსებმაო, – გაბრაზებულმა დამიბრუნა პასუხი.
მეტი რაღა მოვინდომო ხუთჯერ მოვხვდი ციხეში უკვე ამ ქვეყნისთვის-მეთქი. ბოდიში მომიხადა და წავიდა.
“ყოველ დღესა ჩემ თავს ვკითხო აბა მე დღეს ვის რა ვარგე”…
1 ნოემბერს გვიანი რომ არ იყოს“…