პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ საარჩევნო სიის პრეზენტაცია მოაწყო და რამდენიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილი იყო, პარტია გორი-კასპის რაიონებში კანდიდატს მოგვიანებით დაასახელებდნენ.
პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა:
„გორისა და კასპის სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის გახლავთ გორელი, საკმაოდ აქტიური, მიზანდასახული ახალგაზრდა, რომელიც აუცილებლად აჩვენებს მნიშვნელოვან შედეგს. რამდენიმე დღეში მას ოფიციალურად წარვუდგენთ ამომრჩეველს“.

