ხმა ცვლილებებს მივეცი – ხელისუფლების ცვლილებას, უკეთესობისაკენ ცვლილებას, – ამის თაობაზე საარჩევნო უბანთან „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
„თითოეულმა ადამიანმა არჩევნებზე არმისვლით შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ქვეყნისა და შვილების მომავალს. ასე რომ, ყველამ უნდა ვიაქტიუროთ“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

