„საქართველოში მინიმუმ ორი ავტორიტეტული ინსტიტუტია შექმნილი ჩემ მიერ, ეს არის საპატრულო პოლიცია და ქართული ჯარი“, – განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„მინდა მივმართო ქართველ ჯარისკაცებს, თქვენ გახსოვთ რამდენად კარგად ვგრძნობდი თითუეული ჯარისკაცის მაჯისცემას, მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს ამომრჩეველს, პირველ ნოემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ოლიგარქი არ იქნება გაცილებული ხელისუფლებას სად ვიქნები მე და სად იქნებიან სხვები, ვინც შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენგან მხარდაჭერილები, იქნება ვიღაც სახლში, იქნება ვიღაც კულისებში, იქნება ვიღაც ბარიკადებზე და მე ვიქნები ბარიკადებზე ქვეყნის დასაცავად“, – ასე მიმართა ოქრუაშვილმა წინასაარჩევნო ეთერით ამომრჩეველს.

