მდინარაძე – შაშკინი გოიმურად, პისტოლეტით გადაადგილდებოდა

მდინარაძე - შაშკინი გოიმურად, პისტოლეტით გადაადგილდებოდა“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი პისტოლეტით “გოიმურად” გადაადგილდებოდა და მის ამ ქმედებას “წარმოუდგენელ გოიმობას” უწოდებს.

როგორც მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შაშკინის მსგავსად კახა ოქრიაშვილიც იარაღით გადაადგილდება, რაც პარტიის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ინფორმაციების სიზუსტეს ადასტურებს.

“დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე.

კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – განაცხადა მდინარაძემ

მისივე თქმით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან.