ნიკა მელია – “გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერი დააკავა”

ნიკა მელია - "გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერი დააკავა"გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დააკავა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გლდანში ვითარება იმაზე უფრო შემაშფოთებელია. ვიდრე ეს ეკრანზე ჩანს.

„გლდანში უპირობოდ მარცხდება კობიაშვილი. ეს იციან მათ. აქედან გამომდინარე, ხედავთ, რას აწყობენ. იქამდე მივიდნენ, რომ მობილიზაცია გააკეთეს ყველა კრიმინალის. კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო . ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო და დაუმიზნა ხალხს. ამ დროს პოლიციამ დააკავე ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი. არ ვიცით, მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ხმებს ვიცავთ და არ გაგაყალბებინებთ“ , – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, გლდანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ირაკლი ეძგვერაძე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაკავებული ეძგვერაძე „კანონიერი ქურდია“ და ის ზონდერებთან ერთად პროვოკაციებს აწყობდა, რის გამოც დააკავეს.