ნიცაში ნოტრ დამის ტაძარში თავდამსხმელმა 3 კაცი მოკლა

ნიცაში ნოტრ დამის ტაძარში თავდამსხმელმა 3 კაცი მოკლადღეს დილის 9 საათზე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში  დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია 3 და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, –

ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ დაღუპულ ქალს თავი მოკვეთა. სხვა ცნობით, ცხედართა შორის თავმოკვეთილი არავინაა, 2 ცხედარს კი ყელი აქვს გამოჭრილი.

თავდასხმას ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ ტერორისტული აქტი უწოდა.

„მსურს დაგიდასტუროთ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი”, – განაცხადა მერმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის თქმით, ქალაქში პოლიცია ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციას ატარებს, თუმცა, ქალაქ ნიცას მერი აცხადებს, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

დღესვე თავდასხმა მოხდა ავინიონშიც. უცნობი პირი თავს დაესხა პოლიციელებს ყვირილით “ალაჰ აკბარ!”

პოლიციელებმა თავდამსხმელი მოკლეს.