“ქართული ოცნების” სიის 44-ე ნომრად შეყვანილია ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ნოდარ დუმბაძის ფონდისა და გამომცემლობის ხელმძღვანელი ქეთი დუმბაძე.
– გამარჯვების შემთხვევაში პირველი რას გააკეთებთ?
– უპირველესად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს, ისე, როგორც ძველად იყო. მერე დანარჩენზე ვიზრუნებ.
– კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ, ვისი ინიციატივა იყო პარტიულ სიაში თქვენი შეყვანა?
– რა ვიცი, ყველამ ერთად… დამიძახეს შეხვედრაზე და შემომთავაზეს.
– ბიძინა ივანიშვილი იყო ინიციატორი?
– ალბათ, არ ვიცი, პირადად არ დამლაპარაკებია. ირაკლი კობახიძე შემხვდა და დავთანხმდი. ადრეც მქონდა შემოთავაზება და მაშინ ამაზე არ მიფიქრია.
ამბები

