“ოცნება” პოპულარობის ზენიტში ვერ იღებდა 50%-ზე მეტს და ახლა 60%-ს როგორ აიღებს?!” – გიგა მაქარაშვილი

"ოცნება" პოპულარობის ზენიტში ვერ იღებდა 50%-ზე მეტს და ახლა 60%-ს როგორ აიღებს?!" - გიგა მაქარაშვილიმოძრაობა “სირცხვილიას” ლიდერი გიგა მაქარაშვილი “ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” 8-წლიანი მოღვაწეობა სრული კრახით მთავრდება.

– “ოცნების” გენერალური მდივანი აცხადებს, მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ხოლო პროპორციულში 60%-მდე ავიღებთო. საზოგადოების ყურს აჩვევენ, რომ მესამე ვადით მოდიან?

– კი, ზუსტად ეს არის მათი ტაქტიკა. გვაჩვევენ იმას, რომ კონკრეტული პროცენტების დაწერა უნდათ. თუმცა “ქართული ოცნება” ყველაზე პოპულარული როცა იყო, მაშინაც კი არ აუღია 50%-ზე მეტი და ძალიან სასაცილოა ამ პროცენტებზე საუბარი. 60% კი არა, ალბათ, 40%-ს თუ მიიღებს, ისიც დიდი გაჭირვებით, მთელი თავისი რესურსი რომ ჩადოს.

– მაქსიმუმ 40% აიღოს “ოცნებამო”, აცხადებთ.  ისევ “ქართული ოცნება” მოვა, ოღონდ კოალიციით?

– მჯერა, რომ “ქართული ოცნება” არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობით. ძალიან კარგია, რომ პარლამენტში ძალიან ბევრი პარტია იქნება. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალი ეტაპისთვის, რომ კიდევ უფრო აჭრელდეს პოლიტიკური სპექტრი. მოვლენებმა ქუჩიდან უნდა გადაინაცვლოს შიგნით, საპარლამენტო ცხოვრებაში. ბუნებრივია, ეს პარლამენტი ვერ იქნება იდეალური, ვერ იქნება ისეთი ბალანსით, რომელიც უპირობოდ ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს, თუმცა, მჯერა, ეს იქნება უკეთესი პარლამენტი, ვიდრე წინა ორი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა