“ყურში ცუდად ესმოდა და საყვირის ხმა ვერ გაიგო” – ნოჯიხევში 56 წლის ქალი მატარებელმა გაიტანა

"ყურში ცუდად ესმოდა და საყვირის ხმა ვერ გაიგო" - ნოჯიხევში 56 წლის ქალი მატარებელმა გაიტანახობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი 56 წლის ქალს დაეჯახა.

ქალი ადგილზე დაიღუპა, მისი ცხედარი კი მდინარე ხობისწყალში გადავარდა.

შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

“მთავარის” ინფორმაციით, ქალს სმენის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც თბილისი-ზუგდიდის მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგო.

ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.