საფრანგეთში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა – 8 ადამიანს ეძებენ

საფრანგეთში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა - 8 ადამიანს ეძებენსაფრანგეთს ქარიშხალი ალექსი დაატყდა თავს. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ამ დრომდე ეძებენ 8 დაკარგულს.

სტიქიამ განსაკუთრებით ზიანი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს მიაყენა. ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. 80 ათასზე მეტ ადამიანს, ამ დრომდე, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ქარიშხალმა, რომელსაც „ალექსი“ დაარქვეს, პარასკევს ბრეტანში ძლიერი ქარი გამოიწვია, რომლის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევდა.