საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის ადგილი მოინახულა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა.
მაკრონის განცხადებით, იგი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის, რათა დაიცვას საკვანძო ადგილები, როგორებიცაა რელიგიური დაწესებულებები და სკოლები.
„ამ დილით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთელს საფრანგეთში ყველგან გავზარდოთ სიფხიზლის დონე, რათა გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეებს. გადავწყვიტე, რომ უახლოეს საათებში, ჩვენი სამხედროების მეტად მობილიზება მოხდება და შიდა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ქვეყანაში განთავსებული ჯარისკაცების რაოდენობა 3.000-დან 7.000-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიცვათ ყველა რელიგიური დაწესებულება, მათ შორის განსაკუთრებით ეკლესები, რათა ყველა წმინდანის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა მაკრონმა.
მან მომხდარს ეროვნულ ღირებულებებზე თავდასხმა უწოდა.
„კიდევ ერთხელ მოხვდა ჩვენი ქვეყანა ისლამისტი ტერორისტის თავდასხმის ქვეშ. კიდევ ერთხელ, ამ დილას, ჩვენი სამი თანამოქალაქე მოკლეს ნიცაში ნოტრ-დამის ტაძარში. და ცხადია, თავს დაესხნენ მთელს საფრანგეთს. თუკი ჩვენ კიდევ ერთხელ თავს დაგვესხნენ, ეს ჩვენი ღირებულებების გამო მოხდა“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
იპნ

