საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადება

საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებასაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გიგიაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – წერს გიგი გიგიაძე.

იპნ