თამარ ბაჩალიაშვილის ბებია – “რადგან ბავშვი გარდაიცვალა, ამით ცხოვრება დავამთავრო?”

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია - "რადგან ბავშვი გარდაიცვალა, ამით ცხოვრება დავამთავრო?"მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბე­ბია (დე­დის დე­ი­და) რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ი­ნიშ­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ქალ­ბა­ტონ რი­ტას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს შე­კი­თხვამ ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა:

“წარ­მო­მად­გენ­ლად ახლა კი არ ვარ შვი­ლო და­ნიშ­ნუ­ლი, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და რა ქვე­ყა­ნა შე­ყა­რეთ, ვერ გა­ვი­გე?! სა­ოლ­ქო­დან ვარ წა­მო­სუ­ლი, წლე­ბია კო­მი­სი­ა­ში ვარ და ვიქ­ნე­ბი კი­დეც!

ერთი კი­დევ თუ და­ვი­ნა­ხავ ჩემ­თან მო­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს, ჩემს თავ­ზე პა­სუხს აღარ ვა­გებ. რაც მე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა დღე მა­ყა­რეს, რო­გო­რი შე­მო­ტე­ვე­ბი მქონ­და ჩემი შვი­ლის და­საფ­ლა­ვე­ბის მერე.

40 წე­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი და გა­ვაგ­რძე­ლებ კი­დე­ვაც. რად­გან ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ამით ცხოვ­რე­ბა და­ვამ­თავ­რო? რა­ტომ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­მელ პარ­ტი­ა­ში მი­ვალ, ვის მივ­ცემ ხმას და რას გა­ვა­კე­თებ? რა თქვე­ნი საქ­მეა?!” – გვი­თხრა რიტა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამბები