თიკა მახალდიანი – “რამე ისე რომ არ მოხდეს, რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა, მარტო მე რასაც ვიზამ”!

თიკა მახალდიანი - "რამე ისე რომ არ მოხდეს, რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა, მარტო მე რასაც ვიზამ"!თიკა მახალდიანის დედის, თამუნა ანთელავას, მკვლელობის საკითხზე პოლიციელ სიმონ გაბრიაძის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნი წინ თიკა მახალდიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი, არ ვიცი მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით სადაც არ უნდა გაიხედო, ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად! ამდენი ხანი რატო არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს ძაან მაინტერესებს ?? რას ელოდებიან ?რით ვერ დამთავრდა 6 თვე გახდება მალე , რატო წელავენ ?? რამე ისე რო არ მოხდეს რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ.”