„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს მაჟრიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის წინსვლისთვის მთავარია არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
“ქვეყანაში უნდა იყოს პოლიტიკური სიმშვიდე, ქვეყანაში უნდა იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, თუ პირველი ნოემბრიდან ასეთი სტაბილურობა იქნება მიღწეული, მაშინ გაცილებით სწრაფად მოვიპოვებთ უცხოურ ინვესტიციებს”.
ოქრუაშვილის განცხადებით, თუ ექნება საპარლამენტო მანდატი, არცერთი მოქალაქის ხმა უკვალოდ არ დაიკარგება.
„ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს წუხილით, რომ ხმას ვერ მაძლევს, რადგან არაა საბურთალოს ამომრჩეველი.
ჩვენი პარტია #17 “ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო” მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას არჩევნებში და თითოეული ადამიანის ხმა ლაგოდეხიდან ზუგდიდამდე, ხულოდან ომალომდე არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი.
ჩვენ ვერ მივედით ყველა ამომრჩევლამდე, არ გვქონდა სარეკლამო დრო ტელევიზიებში, ვერ ჩავატარეთ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია და ვერ ვესაუბრეთ ამომრჩეველს რადგან ივანიშვილმა ჯერ 10 თვით ციხეში გამომკეტა, ხოლო დარჩენილი დრო და მწირი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
თუ ხმას გვაძლევთ ჩვენ #17 “ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებულ საქართველოს”, თქვენი ხმა უკვალოდ არ ჩაივლის, არ დაიკარგება და ქვეყანას და ჩვენს ხალხს აუცილებლად წაადგება.
ყოველთვის როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა წინა ხაზზე ვიდექით და ასე გავაგრძელებთ თუ თქვენი მხარდაჭერა გვექნება.“ – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

