თურქეთში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდათურქეთში, იზმირის პროვინციაში, სეფერიჰისარის სანაპიროებთან, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეზე, დაფიქსირდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად იზმირში 6 შენობა დაინგრა, თუმცა იზმირის მერის ინფორმაციით, დანგრეულია 20-მდე შენობა.

მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, ასზე მეტი კი დაშავდა. ასეთია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ოფიციალური მონაცემები.

უწყების ცნობით, 4 ადამიანიდან ერთ-ერთი დაიხრჩო, 120 ადამიანი კი დაშავებულია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ყველა იმ პროვინციაში, რომელიც ეგეოსის ზღვას ესაზღვრება, განსაკუთრებით იზმირსა და აიდინეში. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.

იპნ