თურქეთში კიდევ ერთი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდათურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდა 5.1 შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუშადასის რაიონიდან 20 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობა. ახალი მიწისძვრის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე საათით ადრე იზმირის პროვინციაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც ამ დროის მონაცემებით 12 ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისქვეშა ბიძგებმა საბერძნეთის კუნძულ სამოსამდე მიაღწია, სადაც 6.9 მაგნიტუდა დაფიქსირდა. შედეგად 2 მოზარდი გარდაიცვალა, 8 ადამიანი დაშავდა.

იპნ