ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გლდანში #79 უბანი

ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - გლდანში #79 უბანიგლდანის #79 უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცავები მუშაობას განაგრძობენ.

დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონი დაუზიანეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ “ფორმულას” ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ “პირველის” ჟურნალისტმაც.