14 წლის ლუკა კოპალიანი გაჩერებაზე იპოვეს – “3-4 საათი ფეხით უვლია ორთაჭალიდან ყაზბეგის გამზირამდე”

14 წლის ლუკა კოპალიანი გაჩერებაზე იპოვეს - "3-4 საათი ფეხით უვლია ორთაჭალიდან ყაზბეგის გამზირამდე"პო­ლი­ცი­ამ და­კარ­გუ­ლი 14 წლის ლუკა კო­პა­ლი­ა­ნი ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე იპო­ვა. რო­გორც მო­ზარ­დის დედა, ქეთი თი­კა­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბავ­შვს ქუ­ჩის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­აკ­ვლი­ეს.

“სახ­ლში ვი­ყა­ვით ყვე­ლა­ნი. ბავ­შვი ეზო­ში გა­ვი­და და წა­მებ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. ფე­ხით უვ­ლია 3-4 სა­ა­თი ორ­თა­ჭა­ლი­დან – ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რამ­დე. შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ამო­ი­ღეს კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი და ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­აკ­ვლი­ეს. მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ ყუ­რა­დღე­ბის­თვის… ბავ­შვს არა­ნა­ი­რი აღელ­ვე­ბა არ ეტყო­ბა. თავს კარ­გად გრძნობს, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გებს მა­ინც ჩავ­რთავ”, – ამ­ბობს ლუ­კას დედა.

ცნო­ბის­თვის, არას­რულ­წლო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და, კერ­ძოდ, ორ­თა­ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი გორ­გას­ლის ქუ­ჩი­დან. ლუკა 14 წლის, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე მო­ზარ­დია.