აფეთქება თამარაშვილზე – ნაპოვნია 1 ცხედარი

აფეთქება თამარაშვილზე - ნაპოვნია 1 ცხედარითბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, – განაცხადეს უწყებაში.

ხანძარი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ გაიგეს აფეთქების ხმაც.