ბათუმის ტერმინალთან საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა .
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არის მობილიზებული. უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შესაბამისად ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

