დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალადაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განუცხადეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა.

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იპნ