ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.
როგორც ოპოზიციური პარტიების აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, 20:00 საათამდე ჟვანიას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის შეხვდეს ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
„საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ქალბატონი ჟვანია და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველო არის ეს, საქართველო არ ხარ შენ, შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა. თუ არ წახვალ – გაგიშვებთ! უკან დასახევი გზები ჩახერგილია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
იპნ

