გიორგი ვაშაძე – “სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს, რადგან ის პროცესს აზიანებს”

გიორგი ვაშაძე - "სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს, რადგან ის პროცესს აზიანებს"გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი თუ არის, დაჯდება თვითმფრინავზე და ჩამოვა.

– მისი დაკავების საფრთხეა.

– უაცრავად, ბოდიში, მაგრამ საფრთხე ყოველთვის არის. თუ ჩამოსვლა გინდა, ჩამოხვალ, თუ არ გინდა, მაშინ გაჩუმდი და ნუ ჩამოხვალ.

– რამდენად მართავს მიშა სააკაშვილი იქიდან ოპოზიციურ სპექტრს და რამდენად მოქმედებს ოპოზიცია მისი დღის წესრიგით?

– საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მაქვს ბოლო რამდენიმე თვეა და არც ვაპირებ კონტაქტის ქონას მიხეილ სააკაშვილთან. მე გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის დღის წესრიგით მოქმედებდეს ოპოზიცია. სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად უნდა გაემიჯნოს. ის მეორე თავის ტკივილია ოპოზიციისთვის.

– აზიანებს პროცესს?

– რა თქმა უნდა! აბა არ აზიანებს ახლა?! გაცილებით მეტი იქნებოდა მუხტი, გამარჯვების მეტი შანსიც იქნებოდა, რომ არა მისი ასეთი აგრესიული ჩართულობა.

– ხელისუფლებასაც ხომ არ აწყობს ეს კომპონენტი?

– რა თქმა უნდა, აწყობს და მუდმივად ერთსა და იგივეს იყენებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მიშას პასიურობის პირობებში, 38% ავიღეთ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად. 100 ათასი ხმით მეტი, ვიდრე ახლა, მიშას აქტიურობის პირობებში, იგივე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო.

– ანუ მიშამ დაგაზარალათ?

– რა თქმა უნდა, ის აზიანებს ოპოზიციის მხარესს. დიახ, მას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ ის ააქტიურებს მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” მხარეს, რაც არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში. ამიტომ დროა, თვითონაც ჩამოყალიბდეს. თუ ჩამოსვლას აპირებს, ჩამოვიდეს, თუ არა და მიხედოს სხვა საქმეს და ჩვენ დაგვაცადოს აქ ხელისუფლების ცვლილება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა