რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა მეგობრობის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცმა საავტომობილო გზა გადაკვეთა, რის შემდგომაც გაჩერებაზე წაიქცა, დაბლა დაეცა და გონება დაკარგა.
70 წლამდე მამაკაცის გადარჩენას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ჯგუფი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა. ექიმებმა გამოიყენეს ელექტრული აპარატი დეფიბრილატორიც, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცის გარდაცვალება სავარაუდოდ გულის უეცარმა გაჩერებამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
გარდაცვლილი 69 წლის გივი მენთეშაშვილია.
ინფო რუსთავი

