იან კელი – “როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?”

იან კელი - "როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?"საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საკუთარ Twitter-ზე მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?” – წერს ის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა.

“ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებისთვის და მადლობა ყველა ფასილიტატორს. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლის ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ კავშირის ახალ თავს ერთად ვიწყებთ”. – წერს საქართველოს პრეზიდენტი.