იანვარში პუტინი გადადგება – რას წერს ბრიტანული გაზეთი

იანვარში პუტინი გადადგება - რას წერს ბრიტანული გაზეთიბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა “დე­ი­ლი მე­ილ­მა” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იან­ვარ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს, მი­ზე­ზი კი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბია.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა კრი­ტი­კოს­მა, პრო­ფე­სორ­მა ვა­ლე­რი სო­ლო­ვე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტინს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯახს სურს, ახა­ლი წლის­თვის მან თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს.

სო­ლო­ვე­ის თქმით, პუ­ტი­ნის პარტნი­ო­რი ალი­ნა კა­ბა­ე­ვა და მისი შვი­ლე­ბი მა­რია ვო­რონ­ცო­ვა და კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

“ის აპი­რებს, რომ გა­დად­გო­მის გეგ­მებ­ზე სა­ჯა­როდ იან­ვარ­ში ისა­უბ­როს. პუ­ტი­ნი და­ნიშ­ნავს ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რო­მე­ლიც მისი მემ­კვიდ­რე გახ­დე­ბა“, – აცხა­დებს ვა­ლე­რი სო­ლო­ვეი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კრემ­ლმა უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ყო­ვე­ლი­ვეს კრემ­ლის სპი­კერ­მა დმიტ­რი პეს­კოვ­მა უპა­სუ­ხა, მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია და ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ “სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე“ უწო­და.

“პრე­ზი­დენტს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს“ – გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

ამბები