ირაკლი ოქრუაშვილი – „მეც მაქვს 1-2 ისეთი ოქმი, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „მეც მაქვს 1-2 ისეთი ოქმი, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ“„ჩვენ უნდა მივყვეთ ამ პროცესს მოთმინებით და ნებისყოფით. მეორე, პროცესი არ იქნება მოკლე. პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი. გვესმის, რომ აუცილებელი იქნება ქუჩაც და მაგიდასთან საუბარიც – როგორც უცხოელებთან, ასევე ერთმანეთში“, – განაცხადა  “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
“ჯერ საბოლოო დასკვნები არ აქვთ გაკეთებული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ პროცედურები არ არის ამოწურული. უნდა დაველოდოთ ამ პროცედურებს. მეც მაქვს 1-2 ისეთი ოქმი, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ. ერთ-ერთ ოლქში 339 ხმა აიღო “ქართულმა ოცნებამ”, 16 ხმა აიღო ჩვენმა პარტიამ, 102 ხმა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 4-5 ხმა სხვა პარტიებმა და მოსული ამომრჩევლის რაოდენობა 65.

ჩვენ უნდა მივყვეთ ამ პროცესს მოთმინებით და ნებისყოფით. მეორე, პროცესი არ იქნება მოკლე. პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი. გვესმის, რომ აუცილებელი იქნება ქუჩაც და მაგიდასთან საუბარიც – როგორც უცხოელებთან, ასევე ერთმანეთში. განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ყველა იმ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა და არ შედის პარლამენტში. მათი მხრიდან საკმაოდ გაბედული ნაბიჯია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ შენ რა გაქვს დასაკარგი – ბარიერი ვერ გადალახე. ეს ჩემთვის ადვილია, მაგრამ მათი მხრიდან ეს დასაფასებელია.

ერთიანობით მივაღწიეთ თითქმის პროპორციულ არჩევნებს და ახლა ამ ერთიანობით ჩვენ მივაღწევთ ამ არჩევნების გაუქმებას და ვადამდელის დანიშვნას. სხვა შემთხვევაში ყველანი წამსვლელები ვართ პოლიტიკიდან. არა მარტო პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნიდან გაგვდევნის ეს ადამიანი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.