ირაკლი ოქრუაშვილი – პოლიცია ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა…. 20 ივნისს რაღაც ხომ უნდა ესწავლებინა?!

ირაკლი ოქრუაშვილი - პოლიცია ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა.... 20 ივნისს რაღაც ხომ უნდა ესწავლებინა?!„გამარჯვებული საქართველს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ  ქსელში წერს:

„პინოჩეტის, ნორიეგას თუ სხვების სადამსჯელო რაზმებსაც პოლიცია ერქვა სხვა კი არაფერი.

ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია.

ეს ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა.

ივანიშვილთან “ზედმეტი” თუ “ფსევდო” კანონმორჩილური რიტორიკით და ქცევით ვერაფერს გავხდებით სანამ ადექვატურად არ შევხედავთ ამ ყველაფერს.

მოქმედებაა საჭირო და არა სისულელეები – გაფრთხილება არ ყოფილა წყალი ისე გამოიყენეს და ა.შ.

20 ივნისს რაღაც ხომ უნდა ესწავლებინა?

სამ დღეში შემოგიერთდებით, იმათ რომ არ დავემსგავსო სახლიდან რომ არ გამოდიან და ფბ-დან რომ გვმოძღვრავენ…“