ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი ისრაელში ჩავიდა და კოლეგა გაბი აშკენაზის შეხვდა.

ალ-ზაიანი ბაჰრეინის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. The times of Israel-ის ინფორმაციით, საელჩოების გახსნა მიმდინარე წლის დასრულებამდეა დაგეგმილი. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დეკემბერში ოფიციალური ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა.

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები 19 ოქტომბერს დაამყარეს, რაც აშშ-ის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი უწოდა.

2020 წელს ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც დაამყარა.

იპნ