ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი – პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი - პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცე პრეზიდენტიჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა.

გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.

1 საათის წინ ჯო ბაიდენმა ტვიტერში დაწერა:

“ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ ჩვენი დიადი ქვეყნის სამართავად. მე გპირდებით, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, იმის მიუხედავად, მომეცით ხმა თუ არა.”

ტვიტი დაწერა აწ უკვე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც შეერთებული შტატების პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცე პრეზიდენტი გახდა:

“ჯო, ჩვენ ეს შევძელით!”

რამდენიმე წუთის წინ მისალოცი ტვიტი დადო ბარაქ ობამამ:

“ვულოცავ ჩემს მეგობრებს, ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს, ჩვენს მომავალ პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს”.