ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში 5 მილიონი ბიულეტენის ხელით გადათვლის შემდეგ, “დემოკრატი” ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საბოლოოდ დადასტურდა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, აღნიშნულ შტატში ხმებს დაახლოებით 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ.
შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს.
ცნობისთვის, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

