კალაძე – “გამიხარდებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა”

კალაძე - "გამიხარდებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა"“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, ფაქტს მიესალმება, ვინაიდან მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ მხარი დაუჭირა. როგორც კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობის ნაწილმა სწორედ იმიტომ გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა იმისთვის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება.

“მე მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭერა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, ისაუბრონ და გააკეთონ ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებასთან ერთად. რა თქმა უნდა, კრიტიკულებიც შეუძლიათ იყვნენ,

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში. დანარჩენი დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები,” – აცხადებს კახა კალაძე.

რუსთავი 2