ხატია სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მმართველ გუნდს აქტიურად აკრიტიკებს.
მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახს და საზოგადოებას შორის დიდი ორმოა, რომელიც ვეღარ შეივსება.
“როცა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მივიდა, დავინახე დიდი ორმო ჩვენს და მის ოჯახს შორის. ლეგენდები დადიოდა მის შესახებ, სანამ ბატონი ბიძინა საზოგადოებაში გამოჩნდებოდა. მე პირადად 2012 წელს ხმა მივეცი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მეგონა ოლიგარქს ჩვენი ფული არ დასჭირდებოდა და საქართველოს აყვავება ელოდა. ეს იყო ჩემი შეცდომა, იმიტომ რომ ოლიგარქები მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და საერთოდ არ ადარდებს როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა 90 თეთრად.
გუშინ მივიდა ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე, საკუთარი თავისთვის რომ მიეცა ხმა. იქ იყო ქალბატონი რომელიც დაცვამ გაათრია, ხალხი გარეკეს როგორც ცხოველები, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი შესულიყო ხმის მისაცემად. მე ვფიქრობ არ ესმის ჩვენი ხმა. ალბათ თავისი საინფორმაციო აქვს ჩართული, სადაც ვარდისფრად ჩანს ყველაფერი. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელსაც ვერაფერი ვეღარ ამოავსებს…
ბიძინა ივანიშვილმა ყველა დააღალატა. იმედი ჰქონდათ ქვეყანა აშენდებოდა, მაგრამ ქვეყანა ჩამოინგრა. ხალხი ამბობს, მირჩევნია იყოს ოცნება, რომ არ მოვიდეს ის ტერორი, რომელიც იყო ნაციონალების დროს. ვერ ხვდებიან, რომ კარგს და უარესს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთო. ეს ქვეყანა შენია და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს” – განაცხადა ხატია სიჭინავა ტვ პირველის ეთერში.
ნიუპოსტი