კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე: მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება

კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე: მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნებაოპოზიციის აქციაზე, რომელიც არჩევნების გასაპროტესტებლად იმართება, ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის მოხნის ფაქტს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იქნება:”პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწოლილი”. – ამბობს კობახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. ოპოზიციურ ლიდერს ელექტრონული სამაჯური 20 ივნისის საქმის გამო უკეთია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.