კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე რეგიონებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება.
„ჩვენ არ გვსურს ახალი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაწესოთ. რეგულაციები გამკაცრდება იქ, სადაც ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია. ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება მუზეუმები, გამოფენები და სავაჭრო ცენტრები“,-განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორნავირუსის 709.000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 38.800 ადამიანი ემსხვერპლა.
იპნ

